გრიპის ვირუსის სიმპტომებით მცირეწლოვანი პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, პაციენტი კლინიკაში 1 კვირის წინ 3-დღიანი ავადობით შეიყვანეს.
მას სიცხე და ცხელების ფონზე სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, რის გამოც ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე გადაიყვანეს.
მიუხედავად მკურნალობისა, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა, რის გამოც პაციენტი გარდაიცვალა.
იყო თუ არა ეს H1N1 ვირუსი, ექიმის თქმით, ვირუსის ტიპის იდენტიფიცირებისთვის მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი.