LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გრემის დაჯილდოების ცერემონია 2 თებერვალს გაიმართება

გრემის დიდი ოთხეულის გამარჯვებულები ცნობილია

დაპოსტა 2025/02/03-ში
A A
70
ნახვა
გაზიარება

გრემი 2025-ის გამარჯვებულები ცნობილია. დაჯილდოების რიგით 67-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში  დასრულდა – ცერემონიას ტრადიციულად კრიპტო-არენამ უმასპინძლა.

წელს გრემის დაჯილდოება განსაკუთრებული მისიის მატარებელი იყო. ის ლოს-ანჯელესში ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების შეგროვებას და პირველად დახმარებაში ჩართული გმირ მეხანძრე-მაშველებს მიეძღვნა. ცერემონიაც სწორედ ამ სიტყვებით გახსნეს – „ლოს-ანჯელესის ხანძრები ლოკალიზებულია“.

წელს, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ნომინაციით ბიონსე ლიდერობდა. მისი ალბომი, სახელწოდებით „კოვბოი კარტერ“ 11 კატეგორიაში წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ნომინაციების ამ რაოდენობით ბიონსემ ახალი რეკორდი დაამყარა. გრემის დაჯილდოების ისტორიაში ის პირველი ადამიანი გახდა, რომელიც 99-ჯერ წარადგინეს სხვადასხვა კატეგორიაში. ამ მხრივ, ბიონსემ საკუთარი ქმრის, Jay-Z-ს რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც გრემზე 88-ჯერ ყოფილა ნომინირებული.  ის წლევანდელ გრემიზე, 50 წლის შემდეგ პირველად – პირველი აფრო ამერიკელი შემსრულებელი გახდა, რომელმაც ქანთრი ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა. (ის ამ კატეგორიაში პირველად იყო წარდგენილი)

ბიონსეს შემდეგ 7-7 ნომინაციით ლიდერობდნენ ბილი აილიში, კენდრიკ ლამარი და  Post Malone. ხოლო 6-6-ით – ტეილორ სვიფტი, ჩაპელ რონი და საბრინა კარპენტერი.

წელს საუკეთესო როკ-პერფორმანსისთვის გრემი აიღო ლეგენდარულმა მუსიკალურმა ჯგუფმა – The Beatles-მა სიმღერისთვის Now And Then, რომელიც ჯონ ლენონის დაუსრულებელი ნამუშევარია და ის გასულ წელს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაასრულეს.

წლევანდელი გრემის ცერემონია გამორჩეული იყო იმითაც, რომ 2022 წელს ოსკარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე პირველად ვიხილეთ უილ სმიტი.

სცენაზე ვიხილეთ weekend, რომელიც ასევე ერთ დროს გრემის დიდი კრიტიკოსი იყო. 2020 წელს მან ამერიკის ხმის ჩამწერ სტუდიას კორუმპირებული უწოდა. მოულოდნელი იყო გრემის სცენაზე დაიანა როსის ხილვაც.. რომელმაც გამარჯვებული დიდი ოთხეულის ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში წლის საუკეთესო სიმღერა გამოაცხადა.

გრემის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი უკვე მეხუთედ კომიკოსი და მსახიობი, ტრევორ ნოა გახლდათ.

გრემის ცერემონიაზე პატივი მიაგეს იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკალურმა ინდუსტრიამ გასულ წელს დაკარგა. ასევე გრემის დაჯილდოების სცენაზე საზოგადოებამ იხილა ისეთი შემსრულებლები, როგორებიც ბილი აილიში, საბრინა კარპენტერი, ლედი გაგა, ბრუნო მარსი და შაკირა არიან.

გრემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაცები ე.წ. დიდი ოთხეული გახლავთ.. ესენი წლის საუკეთესო ჩანაწერი, საუკეთესო ალბომი, საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ახალი შემსრულებელი.. სწორედ ამ კატეგორიების გამოცხადებას ელოდება ხოლმე ყველაზე მეტად მსოფლიო.

წლის საუკეთესო ჩანაწერი – გრემი გადაეცა კენდრიკ ლამარს ნამუშევრისთვის Not Like Us.

წლის საუკეთესო სიმღერა – გრემი გადაეცა კენდრიკ ლამარს ასევე ნამუშევრისთვის – Not Like Us.

წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გამარჯვებული  ბიონსე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტია, მას აქამდე არასდროს მოუგია დიდი ოთხეულის ეს კატეგორია. ის წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში აქამდე 4-ჯერ იყო ნომინირებული და ოთხივეჯერ დამარცხდა. თუმცა, წლევანდელი გრემი გამორჩეულია. როგორც იქცა, ბიონსე წლის საუკეთესო ალბომის ჯილდოს მფლობელი გახდა… გულშემატკივრების მოლოდინი, რომ Cowboy Carter ის პროექტი აღმოჩნდებოდა, რომელიც ბიონსეს ამ ნომინაციას მოუტანდა, გამართლდა.

წლის საუკეთესო ახალი შემსრულებლის ტიტული კი ამერიკელმა ახალბედა შემსრულებელმა, ჩაპელ როანმა დაიმსახურა. გასულ წელს ეს ჯილდო ვიქტორია მონეს ერგო და აღსანიშნავია, რომ სწორედ ვიქტორიამ გადასცა გრემი წელს ჩაპელ როანს.

წყარო:

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება.   კურო მოსალოდნელია გაუგებრობები ახლობლებთან, მშვიდი...

დაწვრილებითDetails

ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
მთავარი

ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა. „ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის -...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი
მთავარი

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა ფერაძეც.

დაწვრილებითDetails

ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით,  შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"