გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ტრაგედია 13 ივლისს, საღამოს საათებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითად მიმავალ დედა-შვილს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ხოლო სამ წლამდე ასაკის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად მეორე დღეს დაიღუპა.
ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი, სამართალდამცველებმა შემთხვევის დღესვე დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას 15 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარედგინა, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: „ქართლის ამბები“
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის...










