,,გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში ამჟამად სტაციონარული მკურნალობა უტარდება 160-ზე მეტ პაციენტს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ანდრია მიზანდარმა განაცხადა.
მისი თქმით, გორისა და ქარელის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის, თუმცა, ინფექციის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, სამედიცინო ქსელმა დამატებითი რესურსების მობილიზება მოახდინა.
,,გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში ამჟამად სტაციონარული მკურნალობა უტარდება 160-ზე მეტ პაციენტს, მათგან 110 პირი მოთავსებულია ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ შენობაში განთავსებულ სტაციონარში, 50 პირი ქარელის კოვიდკლინიკაში და 7 პაციენტი, ვისაც ადგილზე ამბულატორიული კონსულტაციისას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, მკურნალობას გადის ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს იზოლირებულ კოვიდბლოკში. მთლიანობაში, გორისა და ქარელის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის, თუმცა, ინფექციის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, სამედიცინო ქსელმა დამატებითი რესურსების მობილიზება მოახდინა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ინტენსიური თერაპიული სამედიცინო სერვისების მიწოდება. ქსელის მასშტაბით, 12 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ანდრია მიზანდარმა.