“უნივერსიტეტი ვერანაირად ვერ იქნება ალტერნატივა საკანონმდებლო ორგანოსი. პროვინციული აზროვნების ბრალია და იმ ადამიანების ვისაც ვერ წარმოუდგენია დედაქალაქის გარეშე სხვაგან ცხოვრება. ასე გონიათ , თუ თბილისში იცხოვრებენ “მაგარი ” ტიპები იქნებიან. ასეთი გოიმები არიან ცენტრალურ ხელისუფლებაშიც და ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. არც ადგილობრივი ხელისუფლება არ გვიჭერდა მხარს. როგორ შეიძლება შენ ცხოვრობ ამ ქალაქში და არ გინდოდეს ამ ქალაქის განვითარება”-ხვიჩა ვაშაყმაძე
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.