ჩემო ლამაზო დედიკო აუცილებლად კარგად იქნები – გოგონა, რომელმაც მამა ორი წლის წინ სიმსივნის გამო დაკარგა, ახლა იმავე დიაგნოზით დედის გადარჩენას ითხოვს.
ახალგაზრდა ქუთაისელ ქალს, მაყვალა სულამანიძეს მე-3 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე (მარცხენა ლოყის, შიგნითა ზედაპირის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) დაუდგინდა.
მდგომარეობა რთულია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც თურქეთში უნდა გაკეთდეს. ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახს არ აქვს საშუალება არსებული ხარჯები დაფაროს, ამიტომ გვიწევს საზოგადოებას დახმარება ვთხოვოთ.
ექიმები გვაიმედებენ, რომ თუ კი ოპერაცია სასწრაფოდ ჩატარდება პროცესის შეჩერება უფრო გამარტივდება, ამიტომ გთხოვთ ერთად გადავარჩინოთ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე, ჩვენთვის 1 თეთრიც კი მნიშვნელოვანია.
ოჯახს გვჯერა რომ უფლისა და თქვენი, კეთილი ადამიანების დახმარებით მაყვალა ამ ურთულეს დაავადებას აუცილებლად დაამარცხეს და გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება
ანგარიშის ნომრები : ⭕თიბისი ბანკი : #GE52TB7883145061600059 მიმღები ნათია გრიგალაშვილი (შვილი)
⭕საქართველოს ბანკი : #GE76BG0000000553491239 მიმღები სულხან ხანთაძე
გახსოვდეთ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე თქვენს ხელშია.