გოგი წულაიას მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკოსის მკურნალმა ექიმმა ზაზა ლომინაძემ განუცხადა. მისივე თქმით წულაიას ოპერაცია ესაჭიროება.
„დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით. ეს არის რიგით მესამე შემთხვევა. ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება“, -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.