ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 19 მარტს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე გაიმართება.
ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ პოლიტიკური მსხვერპლია.
გოგო წულაიას ბრალდება ოფიციალურად დღეს წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.