სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წუალიას სასამართლო პროცესი დაიხურა.
მოსამართლე ზვიად შარაძის განცხადებით, სახეზეა შესაძლო სქესობრივი დანაშაულის ნიშნები, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.
აღნიშნულს არ დაეთანხმა ბრალდებული გოგი წულაია, რომელმაც განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს დასამალი.
“ჩემი სურვილია, არ დავხუროთ, რა მაქვს დასამალი. დააფიქსირეთ, რომ დახურვის წინააღმდეგი ვიყავი“, – განაცხადა წულაიამ.