უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვისას მადლობას უხდის.
“გმადლობ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”,” – წერს ზელენსკი X-ზე.