,,გარდაიცვალა ბუმბერაზი ქართველი, საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანე, კინორეჟისორი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ბატონი ალიკო ალექსანდრე ჟღენტი! ზვიადის და თავისი მამულის უერთგულესი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე…” – წერს სოციალურ ქსელში ქეთი სესიაშვილი
,,გისამძიმრებ, საქართველოვ!
რა ვთქვა? როგორ ამოვთქვა? რაღა ვთქვა? როგორ მოგისამძიმროთ ქალბატონო მარინა, თქვენ, ყველა მის ახლობელს, საკუთარ თავს, საქართველოს? არადა, წუხელ გვიან ველაპარაკეთ ტელეფონზე … როგორ განვიცდი, ვბღავივარ… ჩვენი უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი,
ჩვენი ტელეკომპანია PKTV-ს უდიდესი ქომაგი და ერთგული , არა უბრალოდ მაყურებელი… გულანთებული მამულშვილი და მოყვარული თავისი მიწისა, ერისა, ადამიანებისა… უდიდესი კინორეჟისორი და ერთგულების მეტრი… არ მინდა დაჯერება იმ სიტყვებისა, რაც ახლა ქალბატონი მარინასგან Marina Kereselidze შევიტყე…
ბატონო ალიკო, ბატონო ალექსანდრე, გეფერებით ბევრს… ძალიან მიყვარხართ. ძალიან გვიყვარხართ მეც, ზაქარიასაც zaqaria rochikashvili, კოტესაც kote Kote Forchxidze…
დაგემშვიდობოთ? არა, თქვენ სულ ჩვენთან იქნებით, თქვენი სულით, იმ დიდი და მოსიყვარულე გულით, თქვენი ფილმებით, თქვენი ხმით… რამდენი მასალა – ვიდეო კადრი თუ აუდიო მაქვს აღებული თქვენთან და ჩემთვის შენახული… სულ მეუბნებოდით, ახლა არაა მაგისი გამოქვეყნების დრო, მერე, მერე იყოსო… სულ ამაზე ვკამათობდით… როგორ მოგვენატრებით, უკვე, ამ წუთიდანვე ვიცი… გეფერებით. ვინღა მეყოლებით, მითხარი, ერთგული მეგობარი და დამცველი? ტქვენ წახვედით, გურამ ლაკია წავიდა, ირაკლი დოკვაძე მძევლადაა 30 წელია, ციხეში… როგორ გახშირდა და გაუფასურდა სიკვდილი? მაგრამ თქვენ სულ ცოცხალი იქნებით, ჩემთვის, პირადად…
გეფერებით და შეხვედრამდე იქ, ზეცად, ბატონო ალეკო. ძალიან გვიყვარხართ.”