“გიორგი ჭიღვარია მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზე – ქუთაისში კალათბურთი კვდება” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიშიკო მუმლაძე წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ
“მინდა დავიწყო ბოდიშით .
პირველ რიგშიავთო ჭეიშვილის ვუხდი ბოდიშს.
ადამიანს, რომელმაც ქუთაისს კალათბურთი შეაყვარა, ხალხს პარასკევი დღის მოსვლა რომ უხაროდა და დარბაზში ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო.
ბოდიში Green Boys, თითოეულ წევრს, რომელიც ერთხელ მაინც მდგარა ჩვენს ტრიბუნაზე. ამ ბიჭებს გუნდისთვის არაფერი დაუკლიათ არცერთ ეტაპზე, გუნდისთვის რომლის გამოც არ დაგვკლებია, ათასობის კილომეტრის გავლა, ჩხუბი, პოლიცია, ციხეც კი , ბევრი იმედგაცრუება და ცოტა სიხარულიც.(სოფოს ხელიც კი ვთხოვე ამ დარბაზში, იმდენად მნიშველოვანი იყო ის გარემო ჩემთვის )
ბოდიში, მაგრამ მე ამ დარბაზში აღარ დავესწრები არცერთ თამაშს, ვერ გავხდები იმის “გამრპავებელი” რაც უკვე ბევრი წლებია ამ გუნდში ხდება, არაპროფესიონალიზმი, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ნეპოტიზმი და ა შ.
გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი / Giorgi Tchighvaria მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზეა პატივცემულო ქალაქის მერო. ჩვენი ქალაქის მცირე ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდურ თანხას ყოველწლიურად როცა გუნდში BC Kutaisi 2010 რიცხავთ, ამბავიც უნდა მოიკითხო სად, როგორ, რისთვის იხარჯება ეს თანხები და წლიდან წლამდე როცა წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევს რაიმე უნდა შეცვალოთ. მაგრამ მერე დასაქმების ბიურო აღარ გექნებათ და ამიტომ ჩუმად ხართ. ჩუმად ხართ და ქუთაისში კალათბურთი კვდება !!!! მჯერა, გუნდშიც არის ხალხი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და ქუთაისის კალათბურთზეც გული შეტკივათ, მაგრამ არაფერი შეუძლიათ.
გპირდებით, მოვა დრო ამ კითხვებს პასუხები გაეცემა და ყველა გაიგებს სად იხარჯებოდა მილიონობით ლარი, როგორ იხარჯებოდა, ვინ იყოს დამნაშავე და მერე ვისაც ეს ქალაქი და გუნდი ტკივა გეტყვით როგორ უნდა გაკეთებულიყო საქმე.
P.S 10 წუთის წინ გავიგე რომ ხვალ თამაში გვქონია, თურმე ბათუმთან .” – წერს მიშიკო მუმლაძე.