საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხებოდა ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება.