„სულ ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ქაოსი… ადამიანი და
დღევანდელი პრობლემები გაქრა საერთოდ პოლიტიკიდან. ნელ-ნელა ეს ყველაფერი უნდა დავაბრუნოთ.
არ იქნება ეს მარტივი, მაგრამ ამას ჩვენს გარდა მაინც არავინ გააკეთებს- განაცხადა პარტია„საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ
იგი რეგიონებში ვიზიტებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი წყალტუბოში გახსნა.
„ჩვენ ახლა პარტიასაც ვაყალიბებთ და არჩევნებშიც ვმონაწილეობთ. ამიტომ ძალიანდიდი მნიშვნელობა ექნება ყველაფერი გავაკეთოთ სწრაფად და ხარისხიანად.
მთავარი მიზანი დღეს არის, რომ ამ არჩევნებით შევძლოთ, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლება
გავაძლიეროთ და შემდგომ უკვე დიდი არჩევნებით სახელმწიფოც გავაძლიეროთ, თორე
ეს ქაოსი, რაც ხდება, ეს ამდენი ჭორაობა, ეს ამდენი ძალადობა, ეს ერთმანეთის
ლანძღვა-გინება საბოლოო ჯამში თუ არ დასრულდა, უბრალოდ წინ ვერ წავალთ’’ –
მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.
პარტიის თავმჯდომარემ უშუალოდ წყალტუბოს განვითარების ხედვაზეც ისაუბრა.
„წყალტუბოსთვის ცალკე განვითარების გეგმა გვექნება. საცოდაობაა ახლა ეს რაც აქ ხდება, ესე უფუნქციოდ, უსაქმოდ და უსაგნოდ იყოს.
აქ ძალიან დიდი შესაძლებლობებია – ტურისტული შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობა…უკვე გვაქვს დაწყებული წყალტუბოს ბიუჯეტი რა არის, რითი ივსება ეს წყალტუბოს ბიუჯეტი და როგორ იხარჯება.
რამოდენიმე წერტილს ვიპოვით, როგორ უნდა გაიზარდოს წყალტუბოს ბიუჯეტი, ეს ფული, რომელიც წყალტუბოს ბიუჯეტის შემოსავალია, ხალხს როგორ უნდა მოხმარდეს, ამასაც გადავწყვეტთ.
ეს, ეს უნდა იყოს კონკრეტული პროგრამა, რითიც ადგილობრივი ხელისუფლების, ხელისუფლების მოპოვების პრეტენზია ვისაც აქვს, ამ ხალხმა ეს ზეპირად უნდა იცოდნენ ყველაფერი… უკვე ლაპარაკის დრო აღარ არის.
საქმეა საკეთებელი და მით უმეტეს აღარ არის დრო ერთმანეთის ლანძღვა-გინების.
ახლა ჰო ხედავთ, ტელევიზორი სადაც არ უნდა ჩართო, სულ ერთმანეთის ლანძღვა,
გინება, ქაოსი…
არავის ახსოვს ადამიანი. ბოლო ერთი კვირის და თვის კი არა, 1
წლის განმავლობაში საერთოდ ადამიანი და დღევანდელი პრობლემები საერთოდ გაქრა ტელევიზიიდან და საერთოდ პოლიტიკიდან.
ამიტომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი უნდა
დავაბრუნოთ. არ იქნება ეს მარტივი, ამ ყველაფერს ბევრი შრომა დასჭირდება”-განაცხადა გიორგი გახარიამ.