ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. საუბარია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ბიძებისა და მამის ბრალდებაზე.
მოსამართლემ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა, გიორგი ბაჟუნაიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოწმეებზე ზეწოლას ედავებოდნენ.
დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს ბიძა, დავით ბაჟუნაიშვილიც და მასაც 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მეორე ბიძა – გელა ბაჟუნაიშვილი, რომელიც სასულიერო პირია და რომელსაც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად, მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. [სასულიერო პირს გირაო ჰქონდა შეფარდებული].
მკვლელობა გასული წლის 18 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მოხდა, მოკლული 22 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი სამართალდამცავებმა მკვლელობიდან მერვე დღეს, ტყეში დამარხული იპოვეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ამ დრომდე დიდ ბრიტანეთში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.