ასეთი ვითარებაა ქუთაისის შემოსასვლელბში დილიდან. ქალაქში 18 საკონტროლო პუნქტი მოეწყო. მათი დანიშნულება ძირითადად ქალაქში შემომსვლელი მძღოლებისა და მგზავრების შემოწმებაა. პოლიციელები ავტომობილებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებენ და მათ რეკომენდაციებს აცნობენ. ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და სამხედროები.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი დღეს დილის 8 საათიდან შევიდა ძალაში. აიკრძალა საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილება სპეციალური საშვების გარეშე, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს გარეთ გამოსვლა აეკრძალათ. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა და გადადგილება მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი ავტომობილითაა შესაძლებელი. ასევე აიკრძალა სამზე მეტი ადამინის შეკრება. ახალი დადგენილების მიხედვით ადამინებს გარეთ გადაადგილებისას თან პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდეთ. ეს იმ წესების ძირითადი ჩამონათვალია, რაც საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე მოქმედებს .
“მეგა ტვ”დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა ქუთაისში და როგორ იცავენ ისინი საკარანტინე პირობებს.