ქუთაისში ინტენსიური თოვის გამო პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით შეიქმნა.
გართულდა გზებზე გადაადგილება შა ტრანსპორტით მოძრაობა.
როგორც ააიპ “სპეციალურ სერვისებში” აცხადებენ ინტენსიური თოვის გამო უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
“რელიეფურად რთულად მისადგომი ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ნალექის ინტენსივობის გამო, ერთი და იგივე ადგილი რამდენჯერმე იწმინდება. ამ ეტაპზე პრობლემად რჩება რელიეფურად რთულად მისადგომი ადგილები. მუშაობს ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი,”-აცხადებენ “სპეციალურ სერვისებში”.
ქალაქში კვლავ პრობლემად რჩება ელექტრო ენერგია და გაზი.
ენერგო-პრო ჯორჯიას” ქუთაისის აბონენტების 2%-ს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ლოკალური დაზიანებები ფიქსირდება.
ქუთაისის 10 000-მდე მოსახლეს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება.
“სოკარ კორჯია გაზის” იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორის დავით ჯაიანის თქმით ბრიგადები შეუჩერებლად მუშაობენ.
მისი თქმით, ბუნებრივი აირი ამ ეტაპზე 34 000 მოქალაქეს უკვე მიეწოდება, დარჩენილ 10 000-მდე აბონენტს კი დღის ბოლომდე აღუდგება გაზის მიწოდება.
წყალტუბოს სოფელ ქვიტირში მდებარე “სოკარ ჯორჯია გაზის” ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, გაზი 44 000 აბონენტს და სტრატეგიულ ობიექტებს გაზი არ მიეწოდებოდა.
გაზის გათიშვის გამო ელექროენერგიაზე დატვირთვის გაზრდამ დენის გათიშვა გამოიწვია.