მისი თქმით, ახალი ვარიანტების წარმოქმნის პრევენციისთვის დაჩქარებული ვაქცინაციაა საჭირო.
„მაგრამ გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ…
გამოსავალი არის – დროზე უნდა ავიცრათ, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და ვირუსის მუტაცია …. ნამდვილად არ მინდა, რომ ქართული ვარიანტი „დაიბადოს“. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.