გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ექიმები გაათავისუფლეს.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხის კლინიკა იმედიდან გაათავისუფლეს: ექიმი; რეანიმატოლოგი; რეანიმატოლოგიის დამხმარე; მედდა – ყველა პირი ვინც დაკავშირებული იყო იმუნიზაციასთან.
კლინიკა აცხადებს, რომ ამ პირების გათავისუფლება არ არის დაკავშირებული მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან.
არც ერთი გამოძიება არ დასრულებულა ჯერ და ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან.
გვაბრმავებთ? – თუ მეგისთან არა, რასთან არის დაკავშირებული? რაც უფრო მნიშვნელოვანია: თუ ეს ხალხი არა, მაშინ ვინ არის დაკავშირებული მეგის გარდაცვალებასთან?”, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 2021 წლის 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.