გერმანიის ეროვნული რკინიგზის სამგზავრო მატარებლების მემანქანეები ამ თვეში უკვე მეორედ გაიფიცნენ. ინფორმაციას АР ავრცელებს.
მემანქანეთა პროფკავშირი ხელფასების 3.2%-ით მომატებასა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 600 ევროს გადახდას ითხოვს.
გაფიცვა 25 აგვისტოს დასრულდება.
კვირას Deutsche Bahn-მა განაცხადა, რომ “კორონავირუსის ბონუსზე” მოკლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა GDL-ში აღნიშნეს, რომ ხელფასების მატების გარეშე ეს საკითხი არაფერს ნიშნავს.