გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტების პრობლემებზე დღეს პარტია “ლელოს” ქუთაისის ოფისის გამართულ ბრიფინგიზე ისაუბრეს.
როგორც გიორგი ბერძენაძემ განაცხადა კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების გამო, დამსაქმებელმა 22 სტუდენტს კონტრაქტები შეუწყვიტა, რის გამოც ქუჩაში დარჩნენ.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, მათ გუშინ სტუდენტები დაუკავშირდნენ და დახმარება თსთხოვეს.
“ლელოს” ინფორმაციით, 22 სტუდენტიდან ოთხი ქუთაისიდან, ათი კი იმერეთის რეგიონიდანაა.
„სტუდენტებს თანხა არ აქვთ. ცდილობენ, დაუკავშირდნენ საელჩოს, თუმცა ცხელ ხაზზე მათ არ პასუხობენ. არიან ცუდ მდგომარეობაში. ახალგაზრდები საქართველოში დასაბრუნებლად ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ. მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და დროულად მოხდეს დაბრუნება” – განაცხადა გიორგი ბერძენაძემ.