დაახლოებით, 14 ადამიანი დაშავდა გერმანიის ქალაქ ფროიდენბერგში სახალხო დღესასწაულის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად. მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
წინასწარი მონაცემებით, სამართალდამცველების ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის აფეთქებას არ უკავშირდება.
ადამიანები, რომლებმაც მძიმე ტრავმები მიიღეს, საავადმყოფოებში ვერტმფრენების დახმარებით გადაიყვანეს.
გამოძიებას კრიმინალური პოლიცია აწარმოებს.