გერმანიაში ბელარუსის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ელჩის დაბარება მინსკში უცხოელი ჟურნალისტების დაკავებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის დროს 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის იყვნენ Associtated Press-ის, Reuters-ის, BBC-ის, რადიო თავისუფლების, ТАСС-ისა და РИА-ს ჟურნალისტები. თვითმხილველების თქმით, ისინი ფურგონებით იზოლატორში გადაიყვანეს და პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს.