გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწერა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) – მესამე ცდაზე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ამასთან რიგით 38-ე ოლიმპიური ჩემპიონი!
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა მძიმეწონოსანმა მედლისკენ სვლა 9 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს დაასრულა. პეტრიაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში დაეჭიდა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს და 10-9 გაიმარჯვა.
გენო პეტრიაშვილი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი მოჭიდავე რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მოპოვება.