„წულუკიანმა გელათი ისევ ჩაკეტა“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლია“ დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით „არაპროფესიონალებმა ჩააგდეს გელათი იმ მდგომარეობაში, რომელიც ახლა სახეზეა“.
როგორც მან აღნიშნა სამინისტრომ მონასტერი ისე დაკეტა რომ, საზოგადოება არ გააფრთხილა.
„ექსპერიმენტები საზიანოა გელათისთვის“ – აცხადებს ბარათაშვილი.
თავის მხრივ, კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს გელათში იტალიელი ექსპერტის ჩამოვლის შესახებ. უწყების განმარტებით, ექსპერტის ჩამოსვლის მიზანია ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგის მოახდენა და 5 ქართველი რესტავრატორის ტრენინგი.
გელათის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებაში არაფერია ნათქვამი.