N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულების რვა მსჯავრდებულს კოვიდ-19 დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში გვითხრეს, რომ ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.
“ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და იმყოფებიან მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც შეეხება დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებს, ისინი გადაყვანილი არიან საკარანტინე რეჟიმზე და ყველა მათგანს დადგენილი პროტოკოლის საფუძველზე შესაბამისი დახმარება გაეწევა.
აღსანიშნავია, რომ N14 (გეგუთის) დაწესებულებაში ამ დროისთვის მსჯავრდებულთა 50% ვაქცინირებული და პროცესი კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სპეცილურმა პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NჩDჩ) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს”, – განგვიმარტეს პენიტენციურ სამსახურში.