2014 წელს, გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის შოთა შანიძის ადვოკატმა ბრიფინგი გამართა. იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, სასამართლომ 2019 წლის 26 ივლისს საქმეზე ბრალდებულები, მათ შორის შოთა შანიძე დამნაშავეებად ცნო. ადვოკატი გიორგი გოგინავა ამბობს,რომ მსჯავდებულმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი უდანაშაულობა დასტურდება. სახელმწიფომ თანამშრომლობის მიუხედავად დასაჯა და არც ერთი მტკიცებულება არ გაითვალისწინა. გიორგი გოგინავას თქმით, საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს და ამ სისხლის სამართლის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების დანაშაული იკვეთება . მსჯავრდებულის მეუღლე სოფიო სლაბინსკაი საქართველოს გენერალურ პროკურატურის წარმომადგენლებს ადანაშაულებს. „მათ რეალურ დამნაშავეები დაფარეს და ქვეყნიდან გაქცევაში ხელი შეუწყვეს“.-აცხადებს სლაბინსკაია ადვოკატი გიორგი გოგინავა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩაატაროს. იგი ამბობს რომ საქმეს უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...









