ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ახალგაზრდებს მოუწოდებს, კორონავირუსთან მიმართებით სიფრთხილე გამოიჩინონ.
„უამრავი ქვეყნიდან მიღებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ 50 წლამდე პაციენტების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. დღეს, ახალგაზრდებისთვის მაქვს მესიჯი: თქვენ არ ხართ დაუმარცხებელნი. ამ ვირუსს შეუძლია რამდენიმე კვირა საავადმყოფოში გაგატარებინოთ ან მოგკლათ კიდეც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავად არ გახდებით, თქვენი გადაწყვეტილება თუ სად მიდიხართ, სხვებისთვის სიკვდილის ან სიცოცხლის საკითხი შეიძლება გახდეს“, – განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი