გოგი წულაიამ მართვის მოწმობის გამოცდის ელექტრონული რეგისტრაციის სერვისში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ელექტრონული რეგისტრაციის პირობებში მომხმარებლები გამოცდის ჩასაბარებლად სასურველ დროსა და ქალაქს ვერ ირჩევენ . პირობითად, ქუთაისში მაცხოვრებელს შესაძლოა თბილისში, ან რომელიმე რეგიონში მოუწიოს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელი დავით გაბელაშვილი ამბობს, რომ ელექტრონული რეგისტრაციის დროს არა კომპიუტერი, არამედ თავად მოქალაქე ირჩევს გამოცდის ჩასაბარებლად სასურველ დროსა და ქალაქს. მისივე განმარტებით, ელექტონული სერვისი გაცილებით ხელსაყრელია და მოქალაქემ ზუსტად იცის, მისი გამოცდა როდის არის ჩანიშნული.
„ტაქსის მძღოლს მისამართი შეეშალა“ – რა მოხდა გამოცდის პირველ სესიაზე
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიას ერთი დაგვიანებული ჰყავს. თბილისში, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 3 წუთის დაგვიანებით მივიდა. როგორც მას ცენტრიდან გამოსულმა წარმომადგენელმა განუმარტა, გამოცდა...