კომპანია META-ს ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ახალ აპლიკაციაში გაშვებიდან პირველ 7 საათში უკვე 10 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა.
Threads ტვიტერის კონკურენტ ახალ სოციალურ ქსელად მოიაზრება და მას META აღწერს, როგორც „ტექსტზე დაფუძნებულ სასაუბრო აპლიკაციას“. ახალი სოციალური ქსელი დაკავშირებული იქნება Instagram-თან და მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებთან სინქრონიზაცია შეეძლებათ.
BBC წერს, რომ Threads-ის პოსტებში მომხმარებლებს მხოლოდ 500 სიმბოლოს დაწერის საშუალება ექნებათ და ის ტვიტერს სხვა მახასიათებლებითაც ჰგავს.










