უცხოური პრესა აქტიურად აშუქებს ავღანეთში მიმდინარე პროცესებს. არსებული ვითარების ანალზი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია პოლიტიკური მიმომხილველებისათვის.
ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (სათაურით „ავღანეთი ხვალის შემდეგ“) ქვეყნის არასასიამოვნო პერსპექტივაა გადმოცემული ავტორის – ჟან-ლუი ტრამბლეს მიერ.
“როგორი იქნება ავღანეთი ამერიკელების საბოლოოდ წასვლისა და „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ? ვაშინგტონს თალიბების დასჯა სურდა 2001 წლის ტერაქტების გამო, მაგრამ დღეს ისინი უფრო ძლიერები ბრუნდებიან, როგორც არასდროს. როგორც თალიბები აცხადებენ, უკვე ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ.
როგორია ამერიკელთა ოდისეის შედეგები? 150 ათასი დაღუპული და და ქარს გატანებული 2 ტრილიონი დოლარი, – წერს ავტორი, – გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პოსტამერიკული ავღანეთი უკვე ნარკოსახელმწიფოდ გადაიქცევა, რომელიც დღესაც კი მსოფლიოში ჰეროინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია”.
ფაქტია, ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებს ახალ დღის წესრიგზე გადასვლა მოუწევთ. თურქეთს, ჩინეთს, ირანსა და რუსეთს აშშ-ს მიერ ავღანეთის დატოვებამ ახალი საფიქრალი გაუჩინა.
„თურქეთს იმედი აქვს, რომ ავღანეთის მთავარ აეროპორტს გააკონტროლებს და ემიგრანტებს ქვეყნიდან არ გაუშვებს, რომლებიც ყოველდღიურად გარბიან. თვით თურქეთში ამჟამად რამდენიმე ათეული ათასი ავღანელი მიგრანტი იმყოფება“.
ამასთან, პარადოქსულია, რომ არც ჩინეთს და არც ირანს, ანუ ამერიკელების კონკურენტებს, ასეთი სიტუაცია – ამერიკის მარცხი ავღანეთში – არ სიამოვნებთ: ჩინეთს, რომელსაც ავღანეთთან 75-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, შიშობს, რომ თალიბები მხარს დაუჭერენ მოსაზღვრე სინძიან-უიღურელ ისლამისტ სეპარატისტებს, ხოლო ირანს, ავღანეთთან 900-კილომეტრიანი საზღვრით, ასი ათასობით ავღანელი ლტოლვილებისა და მიგრანტების მატება არ სურს.
რაც შეეხება რუსეთს: კრემლი გრძნობს, რომ ამერიკელების წასვლით ავღანური საფრთხე მის „ახლო საზღვარგარეთს“, ანუ შუა აზიას დამუქრება, იქიდან კი უშუალოდ თვითონ რუსეთს. ამიტომაც მოსკოვი სასწრაფოდ ამაგრებს თავისი შუააზიელი მოკავშირეების საზღვრებს, აწყობს ერთობლივ წრთვნებს“, – აღნიშნავს გაზეთი.