9 თებერვლის შემდეგ ჩაკეტილია ქუთაისიდან ალპანისკენ მიმავალი გზა. მასშტაბური მეწყერის გამო მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს. მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ადგილობრივების ვიდეობს ავრცელეს, სადაც ისინი გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. მათი თქმით ქუთაისი-ალპანა-მამისონის შიდასახელმწიფოებრივი გზა 40 წელია მიზანმიმართულად არ კეთდება ნამოხვანჰესის გამო, რაც იწვევს ხეობის დაცლას. მოსახლეობა რიონის ხეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზის დაგებასმოითხოვს.
“ახალგაზრდობას არავითარი მიზეზი არ აქვს, რომ გაჩერდეს სოფელში, გზა რომ არა აქვს, ამის გამო არავინ მოდის, თორემ, ჩვენისთანა სოფლები სადაა, ქვეყანაზე? არსად არ არის” – დარეჯან სვანიძე, სოფელი ორხვი.
“ეს ხალხი, ვინც ამ სოფლებში ვართ მორჩენილი, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. თითქმის დაიცალა, აღარ უნდათ მოტრიალება, აღარ ბრუნდებიან”. – ხათუნა ქვარიანი, სოფელი ორხვი.
“ეს ხალხი, ვინც ამ სოფლებში ვართ მორჩენილი, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. თითქმის დაიცალა, აღარ უნდათ მოტრიალება, აღარ ბრუნდებიან”. – ხათუნა ქვარიანი, სოფელი ორხვი.
“ამ ჰესის გამოა ასეთი მდგომარეობა. ამბობენ, გზა ენკასიაო. ვინ ჭკუათმყოფელმა მიყიდა? გზა როგორაა ვიღაცის?” – მარადი ბანძელაძე, სოფელი ორხვი.
“საერთოდ, გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის არსებობისთვის, ყველაფრის არსებობისთვის.
ეს საარსებო წყარო ჩვენ არ გვაქვს, ფიზიკურად არ გვაქვს” – ლეილა გურგუჩიანი, სოფელი ორხვი.
როგორც ვარლამ გოლეთიანი 22 თებერვლას ლაივში ამბობდა, მეწყერზე მუშაობა დაიწყეს ტრაქტორებმა, რომელიც პერიმეტრს ატერასებენ, მისივე თქმით ჩამოშლილი მასა რიონში ჩაედინება. როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე წერს ეს პროცესები სახიფათოა:
“რიონის ხეობის მეწყერი ტვიშიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე. 8 თებერვლიდან 1 კვირა შუქი არ ჰქონდათ სოფლებში, მოვიდა და დღეს ისევ არ არის. დენის ხაზების აღდგენა უჭირთ. რამდენიმე ტრაქტორი მივიდა გასაწმენდად, მიწა ისევ მოდის. მეწყრის სხეული საკმაოდ დიდია, სპეციალისტების გარეშე ამ მეწყერზე ტრაქტორებით შემოსკუპება და ჩამოშლა სახიფათოა.” – წერს სოციალურ ქსელში თეა გოდოლაძე.
რიონის ხეობაში 9 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა სრულად ჩაკეტა ქუთაისი-ალპანა-მამისონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 47-ე კილომეტრი და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.