გართულების გარეშე პაციენტის მიერ დაკავებული საწოლი ნიშნავს, რომ იმ პაციენტს წავართვათ საწოლი, ვისაც ეს სჭირდება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გართულების გარეშე მიმდინარე კოვიდ პაციენტები ნაცნობებისა და მეგობრების დახმარებით კლინიკაში მოხვედრას ცდილობენ.
„ახლა ჩვენი პაციენტების 37% კლინიკებში არიან განთავსებული, რაც ძალიან ცუდი და მნიშვნელოვნად დამაზიანებელი ციფრია. ხანდახან 20-25 წლის სტუდენტების ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ ისინი გართულების გარეშე კლინიკაში მოათავსონ – ნაცნობობით, მეგობრობით, დარეკვით და ა.შ. ძალიან ცუდია! ასეთი პაციენტის მიერ დაკავებული საწოლი ნიშნავს, იმ პაციენტს წავართვათ საწოლი, ვისაც ეს სჭირდება და ეს უნდა გავიაზროთ. შეიძლება ითქვას, პაციენტების 85%-ს სტაციონარი არ სჭირდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.