გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა 10 თვის ბიჭი დილით გარდაცვლილი ნახეს. როგორც კლინიკა ,,რუსთავში” აცხადებენ, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.