ახალციხის, სოფელ წყორძასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ურალის მარკის სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა. ავტომანქანაში 6 პირი იმყოფებოდა.
,,იქ არც ჯებირია და არც არაფერი. რა შეაკავებდა. დაბლა კი იმხელა ხრამია”- აცხადებს ადგილობრივი ტვ 9-სთან.
ავარიის შედეგად დაშავდა სამი და გარდაიცვალა ორი ადამიანი. გარდაცვლილი მამაკაცები ბიძაშვილები არიან.
შემთხვევა 22 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 სთ-ზე მოხდა. ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, ,,ორ ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა ექსპერტიზა“.
,,მამა-შვილს დაჟეჟილობები აღენიშნება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. მესამეს მდგომარეობა კი, როგორც ექიმები გვეუბნებიან, მძიმეა” – განმარტავენ დაშავებულთა ახლობლები.
წყარო: ტვ 9