მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი – ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს.
“ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.
იგი სამტრედიას სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ემსახურა და თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.
განსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში ეკავა დუეტ „საპოვნელას“, რომელმაც მსმენელის სიყვარული და აღიარება მოიპოვა.
პატივს მივაგებთ ქალბატონი მზიას ნათელ ხსოვნას.
ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის მწუხარებას, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო.
მზია ჯინჭველაშვილი — მისი მუსიკა და სიყვარული სამტრედიის მიმართ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება.” – ნათქვამია გავრცე;ებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო : Topnews.com.ge










