გარდაბანი-რუსთავის გზაზე ავარია მოხდა.
ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა , სავარაუდოდ მძღოლებმა ვერ დაიმორჩილეს საჭე და ერთმანეთს შეეჯახნენ .
სამწუხაროდ ერთი 20 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
ხოლო როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინფო რუსთავს” განუცხადეს ორი ადამიანი არის დაშავებული და ისინი გადაყვანილი არიან სავადმყოფოში.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლიცია . ინციდენტის ადგილი გადაკეტილი იყო.
წყარო: ინფო რუსთავი