საქართველოში არსებული, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. კონკრეტულად, ტანსაცმლის სავაჭრო ობიექტები ფუნქციონირებას მხოლოდ დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების გარეშე გააგრძელებენ. . მეგა ტვ_ის ჟურნალისტი დაინტერესდა როგორ აფასებენ სავაჭრო ცენტრებში მომუშავე ადამიანები და ზოgადად, ქუთაისელები, დაწესებულ შეზღუდვას. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში.
სურსათის ეროვნული სააგენტო „ბაკურიანი ციდა“ წყლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
სურსათის ეროვნული სააგენტო „ბაკურიანი ციდას“ წყლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. „ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით-„ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით,...