გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს მეოთხე შვილი შეეძინა. მელითაურის რჩეული კახაბერ გაგნიძეა, რომელთან ერთადაც განომ საერთო ბიზნესი წამოიწყო. ახალშობილისა და რჩეულის ფოტოებს განო მელითაური თავის ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს
განოსთან და ახლადშეძენილ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში აქვს გამოქვეყნებული კახაბერ გაგნიძესაც.
განო მელითაურს პირველი მეუღლისგან, მსახიობ კოტე თოლორდავასგან სამი შვილი ჰყავს. მსახიობი რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ ფილმზე მუშაობდა, რა დროსაც მოულოდნელად გარდაიცვალა.