LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე – ოპოზიციის შეხვედრა ევროპელ დეპუტატებთან

განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე – ოპოზიციის შეხვედრა ევროპელ დეპუტატებთან

დაპოსტა 2024/11/11-ში
A A
15
ნახვა
გაზიარება

სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს პროევროპელ ხალხს, ნაცვლად მათი ინტერესების ასახვისა, ქართველ ხალხს ჰპარავს ევროპულ მომავალს და შესაბამისად, ევროპელ ლიდერებს აყენებს იმ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ მათ უწევთ უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვა, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თბილისში ჩამოსულ ევროპულ დელეგაციას პრეზიდენტის შემდეგ სწორედ პროდასავლური ოპოზიციური გაერთიანებები შეხვდნენ. საუბრისა ა განხილვის მთავარი თემა კი 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები და მისი გამოძიება იყო. ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს.

ქართველმა პოლიტიკოსებმა მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე და რა მეთოდები გამოიყენა ოლიგარქის პარტიამ სასურველი შედეგის დასაწერად.

“მოსალოდნელია ძალიან მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, როდესაც ვისაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება ცდილობს გაატაროს ანტიევროპული პოლიტიკა, შესაბამისად ის იღებს პასუხს ევროპიდან – თუ არ გინდა ევროპულ ოჯახში ყოფნა , მაშინ დააბრუნე ჩვენი სახლის გასაღები” განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

 

„ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც საჯაროდ არ ვაპირებთ ჯერ საუბარს, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საბოლოო ჯამში, სამართლიანობას, რომ არჩევნები ახლიდან ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამას თქვენ აუცილებლად დაინახავთ.

ისინი საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ და როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან და ცდილობენ დაფარონ საკუთარი ორგანიზებული სისტემური დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

„მთავარი იყო მზაობა. ევროკავშირის სხვადასხვა ფრაქციიდან და სხვადასხვა კომიტეტიდან არიან, მაგრამ ერთნაირი მზაობაა, რომ გადადგმული იყოს ნაბიჯები, რათა ეს არჩევნები არ იყოს აღიარებული. საუბარი არც დაგვჭირდა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია, პირდაპირ ითქვა: სხვადასხვა ტიპის სანქციები; სანქციების ჩამოსვლა ქვედა დონეზე, იმ ხალხზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე, [საუბარი იყო] სხვადასხვა ტიპის ზომაზე, რომ დაცული იყოს ქართველი ხალხის ნება.

წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია – ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის ლიდერების შემდეგ, ევროპელმა დეპუტატებმა შეხვედრა უკვე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან გამართეს.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. „ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

იტალიაში, მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კალაბრიაში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მომხდარის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ივნისს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

27 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი – ენერგიით სავსე დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა. ეცადეთ, გადაწყვეტილებები ემოციების გავლენით არ მიიღოთ.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს,...

დაწვრილებითDetails

“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს
მთავარი

ახლა თქვენ გიცავენ ადამიანები: მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი გიორგი სოსიაშვილი, სანამ ეს უკანასკნელი წიგნებს წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე პოზირებდა სააკაშვილთან ფოტოებში. ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე, -...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მთავარი

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"