დევნილის მამაკაცის და ამბობს, რომ მისი ძმის თვითმკვლელობის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა და კუთვნილი ბინით არდაკმაყოფილება გახდა. ჭირისუფალი ამბობს, რომ მისი ძმა არაადეკვატური არ ყოფილა, როგორც ამას ამბობენ:
“ვითხოვდით ბინას, კუთვნილ ბინას, რომელიც გვეკუთვნის. 2 თვეა ასე ვწანწალებთ და ვიქცევით. არავინ არ მოგვაქცია ყურადღება არც მთვრობამ, არც აფხაზეთის მთავრობამ. აი შედეგიც, ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო, არ ყოფილა ასეთი” ამბობს გარდაცვლილის და
სანატორიუმ “ქართლში” ,ცხოვრები დევნილები სამოქმედო გეგმას დღეს საღამოს, 5 საათზე გაახმოვანებენ. ტრაგედია კი გუშინ დატრიალდა, როდესაც მამაკაცმა მრავალდღიანი პროტესტის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.