ჩვენი ხედვები არის მკაფიო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზე სახელმწიფო, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
„შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად.
რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული, მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები.
ასევე, თქვენ იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, აღდგა ეს პირდაპირი ფრენები კოვიდის შემდეგ ძალიან მალევე, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება.
„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისათვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება, მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, ალბათ უკვე მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არცერთ პრეზიდენტს, თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მასთან გვქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან. დანარჩენი არის დამოკიდებული შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი საკითხი, არამედ ორმხრივი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი. ჩვენ გვინდა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.
დღეს პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა, ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა. შანიძეს...
97-ჯერ ნაკლებია საქართველოში მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასზე და 20 ლარს შეადგენს. 1999 წლის საკანონმდებლო ჩანაწერის შეცვლას პროფკავშირები ცდილობს. მათი მიზანია მინიმალური ხელფასი 636 ლარით განისაზღვროს. რას ფიქრობს მოსახლოება, როგორ აფასებენ...
ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ისღა დარჩენია ყოველი დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ "საკის" შეუტიეს. უწყება ამბობს, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო...
ბათუმში კაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
"ღვინის სამშობლო გვქვია ჩვენ და იდენტიფიცირებული ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, ადათ-წესებთან, ამით ვართ საინტერესო და ამას, რომ შემილიხავ და შემიგინებ, მერე რა უფლებით ჩახვალ და რომ დაგხვდებიან სხვანაირად, რატომ უნდა...
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ცდილობდნენ საქართველოში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი მოეწყოთ, ვინც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა...
გორის მუნიციპალიტეტიდან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ძებნა-შველის ოპერაცია 13 ვლისიდან მიმდინარეობდა. კაცი სოფელ ქვახვრელთან მდინარის დინებამ გაიტაცა.
ოჯახი 2 კვირის წინ ბერლინში დაკარგულ შოთა კაპანაძეს ეძებს. რა ვითარებაში და სად იკარგება 69 წლის კაცის კვალი - დეტალებზე სოციალურ ქსელში მისი შვილი ია კაპანაძე წერს. "დაიკარგა 12 ივლისს. ბერლინში ჩაფრინდა...