კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ქუთაისის “ტორპედო”-მ გორის დილა 2-1 დაამარცხა. მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში ბაქარ მირცხულავამ გახსნა , რასაც 52-ე წუთზე გიორგი ძარიას გოლი მოჰყვა. მომდევნო მატჩს ქუთაისის “ტორპედო” 16 სექტემბერს გამართავს. რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონი ქობულეთის “შუქურა”-ს უმასპინძლებს. მატჩი კვლავ გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ფოტო -FC Torpedo Kutaisi
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.