ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია სტუდენტებისთვის სამგზავრო გადასახადების განახევრების ინიციატივით გამოდის. პარტიის წარმომადგენლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებს შეხვდენენ და ახალი იდეა გააცნეს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება.
ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი კიკვაძის თქმით ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ისინი ახალი ინიციატივით ქუთაისის მერიას მიმართავენ.