LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა

დაპოსტა 2020/06/22-ში
609
ნახვა
გაზიარება

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გამომცემლობებში განუცხადეს. მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, როგორც “პალიტრა L-ის” დირექტორმა თიკო ასათიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება.

“ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ბეჭდური წიგნი არ იყოს. ერთი მხრივ, ცუდია ბავშვებისთვის კომპიუტერთან მიჯაჭვულობა და მეორე მხრივ, თუ თავიდანვე არ მივაჩვიეთ ბავშვი წიგნთან ურთიერთობას, მერე და მერე სულ „გაჯეტებზე“ იქნება დამოკიდებული. ასევე, გამომცემლობები და ავტორები იყვნენ უკმაყოფილო, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება. იყო საუბარი, რომ რამდენ გვერდსაც გახსნიან და ჩამოტვირთავენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, იმის მიხედვით იქნება ანაზღაურება. აქ საფრთხე ისაა, რომ ერთი pdf ფაილი თუ გავრცელდა, თავიდან არავინ ჩამოტვირთავს და ამის კონტროლი რთული იქნება. ეს პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც ის არის, რომ ბავშვები უნდა დავაშოროთ წიგნებს.

იყოს დისტანციური სწავლება თუ სხვა გზა არ იქნება, მაგრამ ბავშვს უნდა ჰქონდეს წიგნში თითის გაყოლების საშუალება. ბავშვმა რვეულში უნდა შეავსოს დავალება და არა კომპიუტერში, კლავიატურაზე. წიგნთან ურთიერთობა ბავშვს უნდა ჰქონდეს. გაკვეთილები კომპიუტერში და დავალებებიც კომპიუტერში?! ამაშია საქმე,”- აღნიშნა თიკო ასათიანმა.

რაც შეეხება სხვა გამომცემლობებს, “ინტერპრესნიუსი” “დიოგენეს” ხელმძღვანელ თამარ ლებანიძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს.

“რა თქმა უნდა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის გამო. მუშაობა ჯერჯერობით არ დაგვიწყია, სამინისტროსთან ერთად განხილვის რეჟიმში ვართ. პერიოდულად იქნება ონლაინ შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და სკოლის გულშემატკივარი, იმედს ვიტოვებ, რომ სწავლა სრულფასოვნად განახლდება. ჯერჯერობით დეტალურად არ გვისაუბრია სამინისტროსთან, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა კლასისთვის იქნება ონლაინ სახელმძღვანელოები. ამაზე არანაირი მკაფიო პოზიცია არაა ჩამოყალიბებული, ფასიანი იქნება თუ უფასო. სავარაუდოდ, ხელმისაწვდომობა უფასოდ შენარჩუნდება საჯარო სკოლებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, რამდენადაც ვიცი. ერთი შეხვედრა გვქონდა ონლაინ რეჟიმში, სავარაუდოდ, მეორე შეხვედრა გაიმართება ამ კვირაში. ერთადერთი რაც ვიცი, მომდევნო შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, ყველა იმ წინადადებას, რაც სამინისტრომ მოამზადა და რა შეთავაზებაც გარედან ჰქონდა, კომპანიების მხრიდან. სიმართლე რომ გითხრათ, წმინდა ინტუიციური თვალსაზრისით და არა ფაქტებიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია შერეული ვერსია იყოს. არსებობდეს ბეჭდური სახელძღვანელო, რომელსაც დაურიგებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და კერძო სკოლები შეისყიდიან, როგორც ეს აქამდეც იყო და პარალელურად გაგრძელდეს ონლაინ სწავლებაც, რომელიც რასაკვირველია, იქნება უფრო დახვეწილი,” – განაცხადა თამარ ლებანიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პირველკლასელებს, თამარ ლებანიძის თქმით, საზოგადოებაში ბევრი მოდელი განიხილება, მათ შორის, ის, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდეს ყველა კლასის მოსწავლისთვის, გარდა პირველკლასელებისა.

გაზიარება244

დაკავშირებული -პოსტები

16 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 16, 2026
26
ამინდი

16 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია უჩვეულოდ თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა +25 გრადუსამდეც აიწევს.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +25 გრადუსი ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა +7 გუდაურში...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 16, 2026
329
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და ინიციატივის გამოჩენა მოგინდებათ. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები არა ემოციებზე, არამედ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ - შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
188
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
453
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
8
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
387
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
53
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
73
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

თებერვალი 14, 2026
180
მთავარი

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც მარტიდან ამოქმედდება – დეტალები

თებერვალი 14, 2026
68
მთავარი

2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ გასული წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».