ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ გამაცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან 67 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
აღნიშნული ინფორმაცია ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეც stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 401 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.