“გამონაბოლქვი გვიწამლავს შვილებს ” – თაბუკაშვილისა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებმა დღეს ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის “ამბიკონ-სტილსი”-ს მიერ გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს. როგორც ადგილობრივებმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას განაცხადეს, საღამოს ფანჯრებს ვერ აღებენ და ღამე ძლიერი კვამლის სუნი აწუხებთ. მათი თქმით, ამ პრობლემით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და ასევე გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია.
რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, ვიდეო გავრცელდა, სადაც მეტალურგიული ქარხნიდან გამონაბოლქვი ჩანს. ვიდეოს ავტორმა, მოსახლეობას მაგისტრალის გადაკეტვისკენ მოუწოდა და კვირას 15:00 სთ-ზე აქცია დაანონსა.
“მეტალურიგიულის გამონაბოლქვი გვიწამლავს შვილებს დროულად მოვბილიზდეთ მშობლებო ,გადავკეტოთ მაგისტრალი ,… “
დღეს ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი, მართალია მოსახლეობა მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი, თუმცა მათი თქმით,თუ რეაგირებას არავინ მოახდენს მაშინ მცირე აქცია მასშტაბურ ფორმას მიიღებს.
ქარხანა “ამბიკონ სტილსი” ჯართის გადამამუშავებელია, რომელიც „არმატურას“ ამზადებს, პარალელურად კი მოსახლეობას გამონაბოლქვით “წამლავს”.