საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემორებას 88,8% პროცენტი, კომენდანტის საათის დაწესებას კი 74,8 პროცენტი ემხრობა – ამის შესახებ პიარ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაშია “კორონა ვირუსი (Covid19), მთავრობის საქმიანობის შეფასება და საზოგადოების მოლოდინები” ნათქვამი.
კითხვაზე ემხრობით თუ არა საგანგებო მდგომარეობის შემოღებასმ, მოსახლეობის 88,8% ამბობს დიახ, 6,7% ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა, 4,5%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება კიტხვას, ემხრობით თუ არა კომენდანტის საათის შემოღებას, მოსახლების 74,8% ამბობს რომ დიახ, 19,4% წინააღმდეგია, 5,8%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ონლაინ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 814 რესპოდენტმა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 10-15 აპრილის განმავლობაში. გამოკითხვა ჩატარდა google forms საშუალებით. მონაცემები შეწონილია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების შესაბამისად სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით.