ყველაზე ახლო კონტაქტები მოთავსებული არიან კარანტინის ზონაში – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ახალი კორონავირუსით ინფიცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ყველაზე ახლო კონტაქტები მოთავსებული არიან კარანტინის ზონაში. მათი ანალიზის პასუხები დღეს გვიან იქნება უკვე ცნობილი. კვლევა გრძელდება და ვინც გამოვლინდება, გადავა ან კარანტინის ზონაში, ან თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე კარანტინშია ათი ადამიანი, ესენი არიან ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კოლეგები. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის. როგორც იცით, სიტუაცია იცვლება ხოლმე საათობრივად და თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამ ადამიანს ჰქონდა “ლიბერთი ბანკის” თანამშრომელთან კონტაქტი, თუმცა არანაირი საშიშროება არ არის“, – აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა.