“გარდაიცვალა ივეტა კობახიძე, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, ჩემთვის უბრალოდ დეიდა ივეტა. ერთ-ერთი პირველი, ვინც 1991 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას დაიჭრა პარლამენტის შენობაზე მოხვედრილი პირველივე ჭურვის ნამსხვრევებისგან.
უამრავი სიქველე ახსოვს ამ ქალბატონისა ჩვენს პატარა ქართულ სოციუმს. მისი თანადგომა, მისი საოცარი კალიგრაფიით გადაწერილი ზვიადის და მერაბის ნაშრომები; ამით იბრუნებდა სულს ჩვენს უმძიმეს ეპოქაში! სწორედ მასზეა ნათქვამი მაცხოვრის მიერ: ნეტარ იყვნენო მგლოვიარენი სულითა. ვუსამძიმრებ თამარ შანავას, მის ქალიშვილს, ასევე მის ყველა ახლობელს. პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას ” – წერს საკუთარ სოციალურ ქსელში კოსტანტინე გამსახურდია